Posts

შუქურა ზღვისა

გავყურებ ღამეს და სინათლის პატარა შუქურა მინათებს გზას, გავყურებ ღამეს  და მხოლოდ პატარა გემიღა ეძლევა ქარს... მივშტერებივარ ზღვას უკიდეგანოდ გადაშლილს თითქოს და მაინც ვხვდები თუ რაოდენ მინდა მწირი ვიყო... ჰორიზონტს ვხედავ, თუმცა  ფეხებს შორის ქვები გადამეღობა, რომ ზღვისთვის მეყურა არა მწყურია, თუმცა კი ვიძახ - ნეტავ იმ დროს შუქურასათვის "დამეგზურა"... არაა ცხადი, შეგრძნება მელის და თავის ტალღებს მიაქანებს სადღაც მე კი ვდგავარ უდაბურ ღრეში  და თავის ნაცვლად ზღვის წვეთებს ვსახავ... ვინ ვიყავ მანამ სანამ გიცქერდი, ან ვინ ვარ ახლა სანამ გაგშორდი, ვიცი, რომ მანამ სხვისთვისა ძგერდი, მაგრამ მიმიღე ანაც კი მშორდი, რადგან არვინ ვარ თუ ეფემერულმა სულმა ქართულმა არ შემაკედლა თავის გადიას. ვხედავ შუქურას და, ვგრძნობ, მწადია შენისა გემის ნახვა კვლავ. გემზე ფიქრები მეხეთქებიან როგორც ტალღები ნაპირზე მდგარს და იქნებ ზღვასთან შერწყმა ბედია, ან რომ მივენდო იქნებ ქარს... იგი გამიკვლევს ბნელსა გონების და განმიქარვებს დარდს განშორების,  რომელსაც შენგან წასვლა მძალს. ვწევარ პირაღმა, არ ...

მე ვარ ხე

Image
მე ვარ ხე, ხან ფოთლიანი და ნაზი, ხანაც კი წიწვებივით მწარე, მაგრამ უცვლელი... გავყურებ სხვებს და მაინც ვერ ვხვდები, ნუთუ მინდოდა აქ ყოფნა, ამ ადგილას?! იქნებ განგებამ განგებ დამიტოვა უსასოო განგება განსაგებად?! როგორ განვაგო როცა ერთ ადგილას ვდგავარ, ვიცვლები, მაგრამ ვერ ვაღწევ იმას, რაც მწადია... თუმცა რა მწადია, განა ვიცი?! ფოთლებით ავსება გაზაფხულის სუნნელებაში მოცულს, თუ ზამთარში თოვლით დამძიმება წიწვების ბალნით დასიცხულს?! ერთი კი ცხადია მაინც, არ ვარ შემოსაზღვრული, რადგან ჩემი ფესვები შორს აღწევენ და მაუწყებენ სხვათა ნააზრევს და ვსდევ მეც მათ, ზოგჯერ უნებურადაც კი, რადგან ჯერ არ მაქვს საკმარისი საძირკველი ჩემი გზის გასაკვალად... განა როდის მექნება სული, სიცოცხლის ჩამბერავი, რომელიც თავადაც მორწყავს საკუთარი ქერქის ბაღს. ანდაც ქერქი რა საჭიროა, ის ხომ მხოლოდ სარკეა იმისა, თუ რისი დანახვაც არ მსურს, იმისა, რასაც მე არ წარმოვადგენ, თუმცა კი ვიბრალებ... ოჰ, დედაბუნებავ, რა სასტიკი ხარ ზოგჯერ, შენსა შვილთ მიგვიჩენ ადგილს, მაგრამ არ გვაძლევ გასაღებს, რომლის ძიება...

Mon combat

Je me cache, Je me laisse… Je m’embrasse, Comme en jeunesse… Et si vie Te semble comme sèche Apprécie  Ne la presse… Une cravate, Pas les restes, Un seul pas, Prends-le, cherche Et si l’homme Devient un prêtre, Tandis qu’une femme Arrive à mettre Ses lettres, En questionnant son être, Qui me fera enfin permettre ? Permettre quoi ? Mon repas ? Ou une vie qui me frappa ? En sachant que ça ne va pas Je retourne dans mon habitat Où les sentiments sont morts Et la cloche n’est plus sonore Mais mon temps va revenir Et mes yeux vont se souvenir Les feuilles courtes, Les feuilles miennes, Car mes joies reviennent ! 15.05.2025

სამშობლოსათვის

ხალხმა ხალხისთვის ბევრი იარა, ვიცი, სამშობლოვ, ჩვენ შენ გჭირდებით და თუმცა გტკივა შენი იარა, ვიცი, არასდროს არ შეშინდები! გული საგულეს არ იძებნება, შეკრულია თითქოს თან სუნთქვაც, ქვეყანავ, ჩვენგან მეტი რა გინდა, განა ვერა ვგრძნობთ ჩვენ შენსა სულთქმას?! ქართველმა ქართველს ხელი ჩაჰკიდა, გარეთ გამოდის ერი და ბერი, მტრებმა შიშისგან უკან მოკურცხლეს, „გაცხოვლებულა ქართველი ერი!“ განა რა არის კაცის სურვილი, იცხოვროს თავის კუთვნილ მიწაზე, თუმც სარეველა იყოს არემარ, არ ურჩევნია სხვა თავისაზე! მაშინაც კი თუ სულითა მბორგველს შენ დაგესევა „მავნე ხელები“, სახლში ხარ, იცი, არა გაღელვებს, „მოდი, ქართველო, შემოგევლები“! და მაინც რა არს სიტყვა „სამშობლო“?! მიპასუხეთ, ვინმემ თუ იცით, ერთმა მოხუცმა არც იუარა, მოვარდა ჩემთან სულითა მკვირცხლით „სამშობლო, შვილო, მცირე მიწაა, რომელსაც ვიცავთ სისხლით და ფიცით და რადგანაც სიფრთხილე სჭირდება, ჩვენც გავკივით როცა ძალზე გვიჭირს მაგრამ ამქვეყნად თუ რამ შობილა, გაჩენილა რაც ღმერთისა ნებით, ალბათ სამშობლოც, დედიშობილა, ყოფილა თავად ჩვენთვის ერთ-ღმერთი! მისთვისა ღირს...

"ეს სიზმარია"

ხის სკამზე მჯდარი პატარა ბავშვის სხეულში მყოფი გადავყურებ ნისლში გახვეულ ტბას, რომელსაც ფონად მთები გადაფარვია. რას ვფიქრობ ნეტავ? ცა რა ფერია... ნაცრისფერია თუ როგორც ფერია ათასფერია... განა კი ვიცი შორს ჭვრეტა? არსებობს კი გულში „ჩემი კომეტა“, რომელიც სხვა ყველა „ციურს“ გზას უკეტავს? თითქოს ირგვლივ ხალხი მოძრაობს, ჩემდა შეუმჩნევლად... ზეცა ჯალათობს, ცრემლებსა ღვრის, სისხლის შეურევლად... „სისხლიო“? განა მეც არ ვიწვიო ჩუმსა ხმაურში და ვდნებიო ნელა აზვირთებულსა ფიქრებში- თქვა სკამმა გაუნძრევლად... ანდა თქვა კი თუ მე გავიგე აბორგებულის სულისა ღელვა? იქნებ დუმილმა დამადუმილა, გულმა კი ლურჯად შეღება ოცნება ჩემი, მალგადამრჩენი. არსად ჩანს სახლი, ჩემი „მახლი“; აღარც თოლიას მოუთოვლია თავისი თეთრი გადაფრენით. რამ მომიყვანა ან რამ დამლია ეს სავსე ფიალა. განა შორია?! მცივა, ვერ ვდგები; ყინავს, ვნებდები; არ უნდა ავყვე თანაც ფორიაქს... სუნთქვაშეკრული და დაბინდული, მრავალი ნიღბის მანამდე მომრგე, ვხვდები განთიადს, მუდამ დიადს... ხალხი ბუნდოვნად ჩამივლის თვალწინ, ხმას კი ვერ ვიღ...

« Dum spiro, spero »

                                                  * * * -Vous êtes qui, monsieur ? [1] -Ich… Ich weiß es nicht… [2] * * *      მოკოჟრილი ოთახის ბოლოში ერთი პატარა კარია, ხმაურიანი, მრავალჯერ შეკეთებული. კართან ახლოს წიგნის თაროზე კი ჩამოლაგებულან ზიდჰარტა გაუტამა, ჰარი ჰალერი, დორიან გრეი და სხვანი. ოდნავ მოშორებით, მაგიდაზე, ვისკის ბოთლი დაუცლია ვიღაცას, თუმცა კი ჭიქა არსად ჩანს. საწოლთან ნაფლეთებად ქცეული ფურცლების დასტა ყრია. სადაა ნეტავ მათი მფლობელი?! -აქ ვარ!- ისმის ხმა უკუნიდან, რადგან არავინ იცის სად მილეულა ამ ხმის პატრონი...      ოთახის გამოსასვლელში გათეთრებული კედელია, ოდესღაც მრავალი ფერით მოხატული, ახლა კი გადაფხეკილი, თანაც ისე, რომ უწინდელი სურათის მცირეოდენი კვალი თუ მიგანიშნებს მის უკვე წაშ...

ღამის უაზრო ფიქრები...

  ერთი ციდა არსებები ვართ ამ უზარმაზარ სამყაროში და მაინც როგორ შეგვიძლია ჩვენი კვალის დატოვება... გონებაც დედამიწასავით ბრუნავს და ყოველ ჯერზე ატრიალებს განვლილ პერიოდს იმის შესახსენებლად თუ რა გვქონდა და რა არ გვაქვს ამჟამად. რა სისასტიკეა, არა?! და მაინც, ჩვენც ვემონებით წარსულს და მივტირით, მაგრამ განა აწმყო არაა მშობელი იმ დროისა, რომელსაც ახლა ნამყო ჰქვია?! მივდივართ ყველანი და არ ვიცით სად; ბუნება გვიბიძგებს, ღმერთი თუ განგება, ვინ იცის, ან იქნებ ყველა ერთია... გვწადია სიცხადით ავსება, მაგრამ მაინც ოცნებებში ვბორგავთ და დავძრწით, იქნებ რამე გამოვქექოთ... ეჰ, სადაა მთები და სად ჩვენ, მხოლოდ დუმილის უნარით რომ ვგავართ ერთმანეთს და მაინც ერთად რომ აღვიქმებით. მიფრინავენ თოლიები და მათ მივყვებით, დაცურავენ თევზები და ჩვენც ვიძირებით მათს დევნაში... ნეტავ რა გვწადია?! განმარტოება თუ დევნა ვისიმე?! ისედაც მუდამ დევნასა და დაწევაში არ ვართ, ოღონდ ვინმეს არ ჩამოვრჩეთ და... დაუწნია ვიღაცას ყვავილების გვირგვინი და უკურთხებია თავი დედაბუნების დედოფლად, მაგრამ განა კლავს...