Posts

Showing posts from May, 2026

ვინ მისცა ციცინათელას სიკვდილის უფლება?!

Image
ვინ მისცა ციცინათელას სიკვდილის უფლება?! მალე, მისი სინათლე, გზისა მნათობი, ჩაქრება და ზეცასა აეფარება, ლაჟვარდოვანი მთები კი გლოვას მიეცემიან, პატივით მოსილნი, „ბოლო გაფრენა?“ ნაზად ჩაიჩურჩულებენ ფოთლები მათი შემხედვარე. „ბოლო გაფრენა...“ უპასუხებენ შუქურანი გზისა მაძებრის...   ტყეა უღრანი, ბნელეთის მზიდი, ძილია ეს თუ ბურანი ან კი ღვიძილი ფლიდი...   „სადაა მშობელთა ნავსაყუდელი, ან კი რატომ ვარ აქ მარტო, მე ხომ არ მსურდა მეთრია უღელი, მთელისა ერის მცმოდა მე მანტო; რატომ გამწირე, მითხარ, განგებავ, გოლგოთას დარდი მე ზურგზე ამკიდე, როსსა მე ვნახო ნაპრალი მზარდი, ან კი ვინ ნახავს ჩემს ნაფეხურებს, აღარავინ მყავს ჩემი შემყურე, არვინ ყოფილა სულითა მარდი; ბუნებამ გრეხილმა მისაყვედურა, როს თვითონაა ციცინათელათ ბედისა მკაცრის შემოქმედი, მე კი გავყურებ, იქნებ ვინმე ბეჩავი მე დამეგზუროს, ან კი „იმოსოს“ ჭაპანნი ჩემნი, ვაი რომ ახია, ბოლო ვყოფილვარ, ვერ მიზიარნია სხვისი მე დარდი...   ვეღარ მივფრინავ, ტვირთი მე მაწევს, გადარჩენაა არადა საჭირო... მე ხომ ვარდი ვარ ეკლებით სავსე, ვერვის უპო...