"ეს სიზმარია"

ხის სკამზე მჯდარი პატარა ბავშვის სხეულში მყოფი გადავყურებ ნისლში გახვეულ ტბას, რომელსაც ფონად მთები გადაფარვია.

რას ვფიქრობ ნეტავ? ცა რა ფერია... ნაცრისფერია თუ როგორც ფერია ათასფერია...

განა კი ვიცი შორს ჭვრეტა? არსებობს კი გულში „ჩემი კომეტა“, რომელიც სხვა ყველა „ციურს“ გზას უკეტავს?

თითქოს ირგვლივ ხალხი მოძრაობს, ჩემდა შეუმჩნევლად... ზეცა ჯალათობს, ცრემლებსა ღვრის, სისხლის შეურევლად...

„სისხლიო“? განა მეც არ ვიწვიო ჩუმსა ხმაურში და ვდნებიო ნელა აზვირთებულსა ფიქრებში- თქვა სკამმა გაუნძრევლად...

ანდა თქვა კი თუ მე გავიგე აბორგებულის სულისა ღელვა?

იქნებ დუმილმა დამადუმილა, გულმა კი ლურჯად შეღება ოცნება ჩემი, მალგადამრჩენი.

არსად ჩანს სახლი, ჩემი „მახლი“; აღარც თოლიას მოუთოვლია თავისი თეთრი გადაფრენით.

რამ მომიყვანა ან რამ დამლია ეს სავსე ფიალა. განა შორია?!

მცივა, ვერ ვდგები; ყინავს, ვნებდები; არ უნდა ავყვე თანაც ფორიაქს...

სუნთქვაშეკრული და დაბინდული, მრავალი ნიღბის მანამდე მომრგე, ვხვდები განთიადს, მუდამ დიადს...

ხალხი ბუნდოვნად ჩამივლის თვალწინ, ხმას კი ვერ ვიღებ, კვნესა მწადია. გონება ამბობს „დაუცადია“...

ვუცდი და არვინ ჩერდება ჩემ წინ, თითქოს სიჩუმე არსაკმარია ან კი მანტია მე მაფარია...

ვარ უხილავი ლეღვის ხე, ტკბილმოუბარი, თანაც ბრგე, მაგრამ სხვა ხისა ტოტები ზედ გადამფარვია;

არ მინდა ნისლში მეც ჩავიკარგო, როგორც ბულბული მეც დავიჩაგრო მღერად კარგისთვის...

მოუთოვლია... მე კი უწინებრ სველ სკამზე მჯდომი, უკვე გაზრდილი, ვეძებ ჩემსა ხმას, აწმყოში სახმარს...

ვიპოვი?!  ავდგები?! ქვეყანას ჩემსა გამოვადგები?!..

ეს სიზმარია! კვლავ სიზმარია?!

Comments

Popular posts from this blog

გონის გონება

და მე აღვდექი...

მე ვარ ხე