Posts

Showing posts from January, 2026

და მე აღვდექი...

Image
და მე აღვდექი... ვინმეს სჯეროდა, რომ... აყვავილდებოდა გული სინაზით?! ის წუხილი კი გადაივლიდა, რომელიც მახლდა გულის ჩრდილამდის?! განვლილი წელი, ოჰ, სატანჯველი, წარსული წყენა, ოჰ, საზარელი, გაქრა დღეს ბოლში, გაშპა ის თოვლში, მე აღარ ვუშლი, ხელებსა მე ვშლი, ჰე, ვეგებები ახალს იარას, თან ქარი მარწევს, ძალასა მაძლევს, ვდგავარ, სანამ სუსხი მე გადამფარავს...   ხელებსა გაშლილს ენუგეშება მთებისა თოვლი, მეც მალე მოვვლი მათსა საფიცარს, გამოვცხადდები თეთრი ფურცელი, თითქოს უცვლელი, ნაძვთა შემცველი ან კი მათისა საიდუმლოთა; ვიყავ დაკარგულ „მეგობართ“ შორის, თავმა ტანჯვისგან ვერ გადმარჩინა, მაგრამ ცხადია, აქ ვდგავარ დღეს, თან ვეგებები ახალსა წელს, ახალსა საწყისს შობისა სახით, ახალსა წყურვილს თავისა პოვნის, თან მეშინია მყუდრო სითბოსი, თან კი მაშინებს სუსხი უცხოსი, თუმც კი ვიცი, რომ სუსხი სჯობია, საღისა გონების იგი მხლებია...   ჰე, ჩემო მთებო, მარგუნეთ ფიფქი, მარგუნეთ მკვრიცხლი თქვენი სიფიცხე, დამიცავით მე მტერთაგან ჩემთა, რ...