შუქურა ზღვისა
გავყურებ ღამეს
და სინათლის პატარა შუქურა მინათებს გზას,
გავყურებ ღამეს
და მხოლოდ პატარა გემიღა ეძლევა ქარს...
მივშტერებივარ ზღვას
უკიდეგანოდ გადაშლილს თითქოს
და მაინც ვხვდები
თუ რაოდენ მინდა მწირი ვიყო...
ჰორიზონტს ვხედავ, თუმცა
ფეხებს შორის ქვები გადამეღობა, რომ ზღვისთვის მეყურა
არა მწყურია, თუმცა კი ვიძახ - ნეტავ იმ დროს შუქურასათვის "დამეგზურა"...
არაა ცხადი,
შეგრძნება მელის
და თავის ტალღებს მიაქანებს სადღაც
მე კი ვდგავარ უდაბურ ღრეში
და თავის ნაცვლად ზღვის წვეთებს ვსახავ...
ვინ ვიყავ მანამ სანამ გიცქერდი,
ან ვინ ვარ ახლა სანამ გაგშორდი,
ვიცი, რომ მანამ სხვისთვისა ძგერდი,
მაგრამ მიმიღე ანაც კი მშორდი,
რადგან არვინ ვარ თუ ეფემერულმა
სულმა ქართულმა არ შემაკედლა თავის გადიას.
ვხედავ შუქურას და, ვგრძნობ, მწადია
შენისა გემის ნახვა კვლავ.
გემზე ფიქრები მეხეთქებიან
როგორც ტალღები ნაპირზე მდგარს
და იქნებ ზღვასთან შერწყმა ბედია,
ან რომ მივენდო იქნებ ქარს...
იგი გამიკვლევს ბნელსა გონების
და განმიქარვებს დარდს განშორების,
რომელსაც შენგან წასვლა მძალს.
ვწევარ პირაღმა, არ ვიძირები,
თუმცა კი ფიქრები არსაძილენი გულსა დაჩაგრულს მიკლავს.
ვიხსენებ წარსულს, ახლახანს წა"რ"სულს
და ჩუმი სუნთქვა ირღვევა კვლავ.
რაი იქნა, ან რაი იყო- ვერას მივხვდები,
რადგან ვარსკვლავსა ჩვენზე დამყურეს არა სწადია საიდუმლოს თქმა,
ბუნება ცხადია, მაგრამ მისისა ძალის მხოლოდ მინიშნებებით გვწამს,
ან კი თუ ყველამ იუწყა ჩაფიქრებული,
განა დარჩება იგი ეული,
მაშ მას ექნება ნაზი სხეული
ან კი ჩვენსავით გული რღვეული,
რადგან დარდს ვერ გაუძლებს ციმციმი მისეული...
მე ჩემს ფიქრებში გავყურებ იმ ღამეს
და მახსენდება ისევ შუქურა,
როგორ სათუთად გემის თავზე დგას,
ნეტავ ცოტა დიდხანს ზღვასაც ეთბურა ჩემთვის და ესაყვედურა თუ მას უნდოდა რამის თქმა?!..
Comments
Post a Comment