Posts

Showing posts from April, 2024

Did you know that your brain is active for 7 minutes after you die?

                                                              ***           სითეთრე... სიცარიელე... თითქოს საავადმყოფოს პალატაში გაისმა სამუდამო მდუმარების ერთხაზიანი წუილი... და უცებ...           პატარა ნეკროსი გარეთ თამაშობს. მისი მეგობრები მზეს ეფიცხებიან და დასცინიან მარტო მოთამაშე ბიჭუნას. მათ ხითხითს მოუცავს მთელი მდელო. ბავშვობის სუნი მოაქვს მათ აღუწერლად სასიამოვნო გულითად გართობას, საცაა შენც მიხვიდე და მათთან ერთად განაგრძო ცხოვრებით ტკბობა. ნეკროსი მეგობრების გასამხიარულებლად უფრო მეტად იწყებს სახის მანჭვას, ხელების უაზროდ ტრიალს. მისთვის ბედნიერება სწორედ ესაა- სინათლის სხივის შობა თანამოძმეების გულში. საცაა ახტება ნეკროსი, რათა მისი საბოლოო ილეთი გამოიყენოს, რომ უცებ... ცურავს ნეკროსი. გრილი საღამოა, მაგრამ მზე ჯერ არაა ჩას...

გზის მანათობლები

                              ეძღვნება სალომეს, ირაკლის,                                   ალექსანდრესა და დესპინეს    საიდან დავიწყო ისტორიის თხრობა არ ვიცი,რადგან ამ ამბავს არ აქვს ზუსტი საწყისი და არც არასოდეს ექნება დასასრული.    დავიკარგე. სრულიად მარტო აღმოვჩნდი უზარმაზარ ლაბირინთში, სადაც პატარა მინიშნებითაც კი ვერ გაარკვევდი იმას თუ სად იმყოფებოდი ან კი სად იყო ამ ყველაფრის ბოლო. არ ვიცი , როგორ მივედი ამ ადგილამდე, რადგან გასული ორი კვირა ჩემს გონებაში წაშლილიყო და არ ექვემდებარებოდა აღდგენას. მივაბიჯებდი, ირგვლივ ბუჩქებსა და ხეებს ვხედავდი, თუმცა ყველა მსგავსი იყო, ამიტომ აზრი არ ჰქონდა მათ ყურებას იმ იმედით, რომ რაიმე ახალს მაინც ვიპოვიდი. ფაქტობრივად, ბუ...

უდაბნო

  I.    მათარით მოსვა წყალი,მაჯით ნელა მოიწმინდა სითხეშეწოვილი ბაგეები და გააგრძელა გზა. ფეხები უმძიმდებოდა ყოველ ნაბიჯზე, მაგრამ არ ჩერდებოდა.ვერ იაზრებდა მიმავალი, რომ უფრო და უფრო იძირებოდა უდაბნოს სიცარიელეში, მის იდუმალებასა და უსასრულობაში...    პეშვით მოზიდნა ქვიშა; ასწია თუ არა შევსებული ხელი, მაშინვე გაიფანტა ქარის მიმართულებით მისი "მონაპოვარი". მიქროდნენ მომცრო ნამცეცები და თან მიჰქონდათ სიცოცხლის წყურვილი, იმედი- ყოველივე კარგი რაც კი შეიძლება ამ უსახურ ადგილას გაჩენილიყო. მგზავრი შეჰყურებდა ამ მტანჯველ სილამაზეს. გული ეკუმშებოდა, თვალთ უბნელდებოდა, რადგან არ სურდა მათი გაშვება, ეს ხომ ერთადერთი რამ იყო, რაც მას აქ გააჩნდა...    თავსაფარმოხვეული სუმა ( סומא ) მიუყვებოდა გზას, რომლის არც ასავლისა გაეგებოდა რამე და არც დასავლისა. თვალისმომჭრელი ჰორიზონტი თვალთმაქცურად ატყუებდა ყოველ ჯერზე, თითქოს ეთამაშებოდა და თან გამოცდას უტარებდა, მოთმინების გამოცდას...    უცებ, მოელანდა პალმები, ედემის ბაღივით აყვავებული ოაზისი. მიუახლოვ...