შუქურა ზღვისა
გავყურებ ღამეს და სინათლის პატარა შუქურა მინათებს გზას, გავყურებ ღამეს და მხოლოდ პატარა გემიღა ეძლევა ქარს... მივშტერებივარ ზღვას უკიდეგანოდ გადაშლილს თითქოს და მაინც ვხვდები თუ რაოდენ მინდა მწირი ვიყო... ჰორიზონტს ვხედავ, თუმცა ფეხებს შორის ქვები გადამეღობა, რომ ზღვისთვის მეყურა არა მწყურია, თუმცა კი ვიძახ - ნეტავ იმ დროს შუქურასათვის "დამეგზურა"... არაა ცხადი, შეგრძნება მელის და თავის ტალღებს მიაქანებს სადღაც მე კი ვდგავარ უდაბურ ღრეში და თავის ნაცვლად ზღვის წვეთებს ვსახავ... ვინ ვიყავ მანამ სანამ გიცქერდი, ან ვინ ვარ ახლა სანამ გაგშორდი, ვიცი, რომ მანამ სხვისთვისა ძგერდი, მაგრამ მიმიღე ანაც კი მშორდი, რადგან არვინ ვარ თუ ეფემერულმა სულმა ქართულმა არ შემაკედლა თავის გადიას. ვხედავ შუქურას და, ვგრძნობ, მწადია შენისა გემის ნახვა კვლავ. გემზე ფიქრები მეხეთქებიან როგორც ტალღები ნაპირზე მდგარს და იქნებ ზღვასთან შერწყმა ბედია, ან რომ მივენდო იქნებ ქარს... იგი გამიკვლევს ბნელსა გონების და განმიქარვებს დარდს განშორების, რომელსაც შენგან წასვლა მძალს. ვწევარ პირაღმა, არ ...