არ ვიცოდი გულში თუ მყავდი ისევ
არ ვიცოდი, გულში თუ მყავდი ისევ და მერცხლებს თუ ისევ შეეძლოთ ფრენა, მეგონა, თმებსა მიწნავდი წუხელ, ბუნება უცებ გარინდდა როცა... შენი ტკივილი, მიყუჩებული, გულსა წვავს, იწვევს, და ქარიშხალი დადუმებული, შენს ცახცახს ისმენს... აღარ ჩამესმის შენი დარიგება, აღარც სწავლება ჭკუისა კიდევ, არც ის მაწვნის გემო შემომრჩა პირად, რომელსაც მაჭმევდი თითქოსდა ძალით. თოვლიც მოვიდა, ერთხელ და ორჯერ: შენი თმების სითეთრე კვალდაკვალ დამდევს, ხომ ხედავ... ჩვილი ვით ეძებს თავისა მსმენელს, ...