Posts

Showing posts from August, 2024

ღამის უაზრო ფიქრები...

  ერთი ციდა არსებები ვართ ამ უზარმაზარ სამყაროში და მაინც როგორ შეგვიძლია ჩვენი კვალის დატოვება... გონებაც დედამიწასავით ბრუნავს და ყოველ ჯერზე ატრიალებს განვლილ პერიოდს იმის შესახსენებლად თუ რა გვქონდა და რა არ გვაქვს ამჟამად. რა სისასტიკეა, არა?! და მაინც, ჩვენც ვემონებით წარსულს და მივტირით, მაგრამ განა აწმყო არაა მშობელი იმ დროისა, რომელსაც ახლა ნამყო ჰქვია?! მივდივართ ყველანი და არ ვიცით სად; ბუნება გვიბიძგებს, ღმერთი თუ განგება, ვინ იცის, ან იქნებ ყველა ერთია... გვწადია სიცხადით ავსება, მაგრამ მაინც ოცნებებში ვბორგავთ და დავძრწით, იქნებ რამე გამოვქექოთ... ეჰ, სადაა მთები და სად ჩვენ, მხოლოდ დუმილის უნარით რომ ვგავართ ერთმანეთს და მაინც ერთად რომ აღვიქმებით. მიფრინავენ თოლიები და მათ მივყვებით, დაცურავენ თევზები და ჩვენც ვიძირებით მათს დევნაში... ნეტავ რა გვწადია?! განმარტოება თუ დევნა ვისიმე?! ისედაც მუდამ დევნასა და დაწევაში არ ვართ, ოღონდ ვინმეს არ ჩამოვრჩეთ და... დაუწნია ვიღაცას ყვავილების გვირგვინი და უკურთხებია თავი დედაბუნების დედოფლად, მაგრამ განა კლავს...