Posts

Showing posts from July, 2025

მე ვარ ხე

Image
მე ვარ ხე, ხან ფოთლიანი და ნაზი, ხანაც კი წიწვებივით მწარე, მაგრამ უცვლელი... გავყურებ სხვებს და მაინც ვერ ვხვდები, ნუთუ მინდოდა აქ ყოფნა, ამ ადგილას?! იქნებ განგებამ განგებ დამიტოვა უსასოო განგება განსაგებად?! როგორ განვაგო როცა ერთ ადგილას ვდგავარ, ვიცვლები, მაგრამ ვერ ვაღწევ იმას, რაც მწადია... თუმცა რა მწადია, განა ვიცი?! ფოთლებით ავსება გაზაფხულის სუნნელებაში მოცულს, თუ ზამთარში თოვლით დამძიმება წიწვების ბალნით დასიცხულს?! ერთი კი ცხადია მაინც, არ ვარ შემოსაზღვრული, რადგან ჩემი ფესვები შორს აღწევენ და მაუწყებენ სხვათა ნააზრევს და ვსდევ მეც მათ, ზოგჯერ უნებურადაც კი, რადგან ჯერ არ მაქვს საკმარისი საძირკველი ჩემი გზის გასაკვალად... განა როდის მექნება სული, სიცოცხლის ჩამბერავი, რომელიც თავადაც მორწყავს საკუთარი ქერქის ბაღს. ანდაც ქერქი რა საჭიროა, ის ხომ მხოლოდ სარკეა იმისა, თუ რისი დანახვაც არ მსურს, იმისა, რასაც მე არ წარმოვადგენ, თუმცა კი ვიბრალებ... ოჰ, დედაბუნებავ, რა სასტიკი ხარ ზოგჯერ, შენსა შვილთ მიგვიჩენ ადგილს, მაგრამ არ გვაძლევ გასაღებს, რომლის ძიება...