Posts

Showing posts from November, 2025

გონის გონება

გონია განა გონი, როდესაც გონების მონაგონს ეძლევა?! წკრიალებენ ფარდაგიდან გადმოსული მზის სხივები და თანაც ნაცნობ სცენარს მიმეორებენ: „ ისევ შენ?“ მეკითხებიან, „ისევ შენ როგორ აღმოჩნდი აქ?“ გულსა ტკენისგან ჩალურჯებულს ჟანგი ედება, კიდევ უამრავი ფოთოლი დასცვივდა ხესა ხარებულს, ვინ უწყის როდის მოვა დრო ახალი აყვავების... „გაუშვი“- ისმის შორიდან, „ვუშვებ, კი“ აქეთ ვპასუხობ, რა არს სიცოცხლე, ჩვეულ ტახტსა რომ ვეღარ ჰგუობ?! ან კი ფარსია ყოველი გრძნობა, რომელსაც გრძნობ, მაგრამ არ სცრუობ?! კვლავ იკარგება ახლობელთ კვალი, მიდის, გულსა გტკენს, არ მიდის- თან გკბენს, ყოფილა ასე განზრახულ ბედი, როს დაწერილა დიადთა მიერ, „იქნებ განვუდგეთ, რას ამბობს მტრედი?“ „არ არს შენი გზა სხვის „სამცირეთი“, განთიადს მოაქვს წარსულთა შფოთვა, იხსენებ მშველელს, შენ რომ ის იყავ, მაგრამ ყოფილა შენთვის ეგ ვინმე?!“ ვდუმვარ და ვგლოვობ, გონსა სურს მხოლოდ, თრთოლა ვით ობოლთ, ძრწოლა ვით გოდოლთ. „შენ როსღა აყვავილდები შენით? როდის იპოვებ საკუთარ ჟინსა, ნუ უცდი სხვასა მომავალს რბენ...