Posts

Showing posts from July, 2024

მერცხალი რომ კიდეც მოჰკლა, მაინც მოვა გაზაფხული

            ტყუილად კი არ თქმულა ბრძენთა მიერ, რომ ადამიანი ბუნების ნაწილია, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ორგანიზმი, რომელიც ასევე იბრძვის არსებობისათვის. განა ისიც ტყულია, რომ როდესაც გარემოს სილამაზის აღქმა იკარგება შენში, იკარგები შენც?!..           *** - - წადი, მირა, საჭმელი მოამზადე -- უთხრა მამამ ქალიშვილს და გოგოც მსწრაფლ გაეშურა დავალებულის შესასრულებლად. საქმეების კეთებისაგან ძალაგამოცლილი მირა ძლივს იდგა ფეხზე, მაგრამ მოხუცის „ბრძანებულს“ როგორ აარიდებდა თავს...           ცოტა ხნის შემდეგ ცხელი წვნიანი მოუტანა ეტლში მჯდომს. კოვზით ამოუღო, შეუბერა სული, მიართვა, მაგრამ არ მოეწონა მამილოს... -- ეს რა გიქნია?! გულისამრევია, არ იჭმევა! -- დაიყვირა კაცმა. გაცხარებულმა მირამ აიღო ჯამი მამის კალთიდან, კოვზიც შიგ წვნიანში ჩარგო მთელი ძალით და მხოლოდ ის მოახერხა, ცრემლნარევი სახე ეჩვენებინა კაცისთვის და გაცლოდა იქაურობას. *** ...