გონის გონება

გონია განა გონი, როდესაც გონების მონაგონს ეძლევა?!

წკრიალებენ ფარდაგიდან გადმოსული მზის სხივები და თანაც ნაცნობ სცენარს მიმეორებენ:

„ ისევ შენ?“ მეკითხებიან, „ისევ შენ როგორ აღმოჩნდი აქ?“

გულსა ტკენისგან ჩალურჯებულს ჟანგი ედება,

კიდევ უამრავი ფოთოლი დასცვივდა ხესა ხარებულს,

ვინ უწყის როდის მოვა დრო ახალი აყვავების...

„გაუშვი“- ისმის შორიდან,

„ვუშვებ, კი“ აქეთ ვპასუხობ,

რა არს სიცოცხლე, ჩვეულ ტახტსა რომ ვეღარ ჰგუობ?!

ან კი ფარსია ყოველი გრძნობა, რომელსაც გრძნობ, მაგრამ არ სცრუობ?!

კვლავ იკარგება ახლობელთ კვალი,

მიდის, გულსა გტკენს, არ მიდის- თან გკბენს,

ყოფილა ასე განზრახულ ბედი,

როს დაწერილა დიადთა მიერ,

„იქნებ განვუდგეთ, რას ამბობს მტრედი?“

„არ არს შენი გზა სხვის „სამცირეთი“,

განთიადს მოაქვს წარსულთა შფოთვა,

იხსენებ მშველელს, შენ რომ ის იყავ,

მაგრამ ყოფილა შენთვის ეგ ვინმე?!“

ვდუმვარ და ვგლოვობ,

გონსა სურს მხოლოდ,

თრთოლა ვით ობოლთ,

ძრწოლა ვით გოდოლთ.

„შენ როსღა აყვავილდები შენით?

როდის იპოვებ საკუთარ ჟინსა,

ნუ უცდი სხვასა მომავალს რბენით,

შენ თვითონ გაუხსენ გზა მომავალ ლხინსა...“

სადაა ლხინი, საცაა მყლაპოს სხვათა თვალებმა,

მათმა მზერამა ისევ დამჩაგროს,

მანახოს ისევ, რომ მე ვარ კრავი,

რომელიც ეძებს თავისა ჩრდილსა,

ხმა- დუმილია, რომელიც სხვათა გამარჯვებას მოასწავებს,

მე კი ვდუმვარ, სხვებს შარას ვუთმობ, კეთილსა საქმეს თავსა მე ვპარავ,

დავნარცხებულვარ მიწაზე მუდამ, დამილევია ტბისა მე წყალი,

რჩევა ვყოფილვარ, არაფრის „მქნარი“,

მისაგდები და თანაც საფარი,

ძალმორეული და მიუსაფარი,

არა მყოლია ახლოსა მყოფი,

ვყოფილვარ ხიდი სხვებისა შორის,

აროდეს ვვლიდი მე მთებსა გორის,

არა მერგუნა ლახვა მდინარისა,

ვყოფილვარ ლოდი მტკნარი წყალისა,

აროდეს უთქვამთ „მშვენიერსა ვცქერთ შენისა სახით“

რადგან ჩემგან მხოლოდ სიტყვები ღირდნენ ლამაზ ქრთამად,

სხვა სილამაზე არ უმჩნევიათ,

ვყოფილვარ ლურჯი მე თეთრთა შორის,

არ გამინდვია ჩემი გოდება,

ჩემს გადავსებულ ფიალას როდის გადმოღვრია წყალი არვის უნახავს,

მხოლოდ თვალებმა, ნაწვალებმა, იციან ჩემი გული,

მხოლოდ მათ უთქვამთ „არვინაა შენი ტოლი“,

ვერა ვიჯერებ, თუმც მასე იყოს,

წაუცლიათ ჩემთვისა მზე,

ბედ-იღბალსაც სხვისთვის გაუღიმია,

მტირალსა მხოლოდ გამიცინია,

სხვა რა გზა დამრჩა ბედის წართმეულს?!..

ხელსა ვუქნევ მე წარსულსა გრძნობებთ,

თუმც კი ფიქრები არა მშორიან,

„ნახვამდის, სიზმარო,

ნეტავ ვიზმარო თქვენი ბაღნარი,

მაგრამ აროდეს მხვდეს წილად თქვენი მთაფლავი,

ჰიპნოზისებრი ტკბილი ნაუბარი,

რომელიც ჩემსა ხელ-ფეხსა ბოჭავს.

ბრმაა გონება, თუმც გული მუდამ გრძნობს

მომავალ საფრთხეს თანაც კარგად ცნობს

ნაცნობთა მიერ გადებულ მახვილს

სიზმრებსა შინა შენითვე „ნახვილს“...

 

შარა წინაა, ცრემლი მომყვება,

თუმცა წინაა მთელი ცხოვრება...

Comments

Popular posts from this blog

და მე აღვდექი...

მე ვარ ხე