ვინ მისცა ციცინათელას სიკვდილის უფლება?!




ვინ მისცა ციცინათელას სიკვდილის უფლება?!

მალე, მისი სინათლე, გზისა მნათობი, ჩაქრება და ზეცასა აეფარება,

ლაჟვარდოვანი მთები კი გლოვას მიეცემიან, პატივით მოსილნი,

„ბოლო გაფრენა?“ ნაზად ჩაიჩურჩულებენ ფოთლები მათი შემხედვარე.

„ბოლო გაფრენა...“ უპასუხებენ შუქურანი გზისა მაძებრის...

 

ტყეა უღრანი,

ბნელეთის მზიდი,

ძილია ეს თუ ბურანი

ან კი ღვიძილი ფლიდი...

 

„სადაა მშობელთა ნავსაყუდელი,

ან კი რატომ ვარ აქ მარტო,

მე ხომ არ მსურდა მეთრია უღელი,

მთელისა ერის მცმოდა მე მანტო;

რატომ გამწირე, მითხარ, განგებავ,

გოლგოთას დარდი მე ზურგზე ამკიდე,

როსსა მე ვნახო ნაპრალი მზარდი,

ან კი ვინ ნახავს ჩემს ნაფეხურებს,

აღარავინ მყავს ჩემი შემყურე,

არვინ ყოფილა სულითა მარდი;

ბუნებამ გრეხილმა მისაყვედურა,

როს თვითონაა ციცინათელათ

ბედისა მკაცრის შემოქმედი,

მე კი გავყურებ,

იქნებ ვინმე ბეჩავი მე დამეგზუროს,

ან კი „იმოსოს“ ჭაპანნი ჩემნი,

ვაი რომ ახია, ბოლო ვყოფილვარ,

ვერ მიზიარნია სხვისი მე დარდი...

 

ვეღარ მივფრინავ, ტვირთი მე მაწევს,

გადარჩენაა არადა საჭირო...

მე ხომ ვარდი ვარ ეკლებით სავსე,

ვერვის უპოვნია ჩემი სალხინო...

ვჩანვარ, თუმცა კი არ ვარ,

ვგლოვობ, თუმცა კი ვშრომობ,

რომ გამოიღოს ცრემლმა მგესლავმა ოდეს ნაყოფი...

ვაი, რომ ყოველი ნაბიჯი მაახლოვებს არყოფნას,

ვაი, რომ სათუო გამხდარა ჩემი ქურქი...

ვიყავით ულევ ტყეებსა შინა,

არ გვაშინებდა მაშინ ხალხთა ჩვენ გრგვინვა,

ახლა კი ვვლი მე ოდებსა შინა,

სადაც კაციც კი არ დაიბუდებს...“

 

და უცებ...

გუდამოკიდებული, ზურგისა სიმძიმეს ჩვეული, ქალი ინიშნა,

ვინ არ იცოდა ქვრივისა მისის ეს რთული საქმე:

-იყავ რჩეული, აროდეს გტკიოდეს, არვის არგუნო შენი სხეული,

არ იყო მკაცრი, ენითა ბასრით, თუმც შენ განგსაჯონ მტკნარითა აზრით...

 

დაე, იფიქროს:

„ვაი, რომ ცოდვა ყოფილა ამქვეყნად ყოფნა,

არავის არ სწადია ჩემთვისა შფოთვა...

ჩემი ქვეყანაც ხომ ასევ ქვრივია,

ნაზი სტვირივით „არ-საჭირია“(არსსა მისსასა ახლავს ჭირია...)

ვერ გამიგია, სით მე წავიდე,

მეზობელთ ხელი არ მანუგეშებს,

არვინ არ ტოვებს თბილსა ფაჩუჩებს,

გულისა სიღრმის მალამოს მდებად,

არც კარი არის ვინმესთან ღია,

რომ არ გადვიქცე სხვისისა მდევრად,

მაგრამ ცხადია, არას მქადიან ტყენი უღრანნი,

მხოლოდ თავისთვის უნდათ მათ მზე,

მხოლოდ მათსა სამწყსოს სურიან ძე,

დაბეჩავებულამდის კი ვერა მოაღწევს ოდეს მზის სხივი,

განწირულ ყოფილა ქვრივის სურვილი,

გაეღწია ნათელსა შინა მშვიდის მომავლის...“

 

თუმცა...

ციცინათელამ

„იცინათელა“

ქვრივსა უშველა,

განათდა იგი რა ნელა...

 

და...

 

ციცინათელას ციმციმმა სიცოცხლე გაუმთელა ნათებას კლებულ მწუხრისა გამთევს,

არა ყოფილა უმნიშვნელო მისი ცხოვრება, როს დაუტირია მისისა მმართველს,

და სანამ იქნება ერთიც კი მფრენი, ტყეთ გადამფრენი, გზებისა მნათი,

მანამ იღვიძილებს ნათება ჩვენი, ერისა მზარდი.

Comments

Popular posts from this blog

გონის გონება

და მე აღვდექი...