და მე აღვდექი...
და მე აღვდექი...
ვინმეს
სჯეროდა, რომ...
აყვავილდებოდა
გული სინაზით?!
ის წუხილი
კი გადაივლიდა,
რომელიც
მახლდა გულის ჩრდილამდის?!
განვლილი
წელი,
ოჰ, სატანჯველი,
წარსული
წყენა,
ოჰ, საზარელი,
გაქრა დღეს
ბოლში,
გაშპა ის
თოვლში,
მე აღარ
ვუშლი,
ხელებსა
მე ვშლი,
ჰე, ვეგებები
ახალს იარას,
თან ქარი
მარწევს, ძალასა მაძლევს,
ვდგავარ,
სანამ სუსხი მე გადამფარავს...
ხელებსა
გაშლილს ენუგეშება მთებისა თოვლი,
მეც მალე
მოვვლი მათსა საფიცარს,
გამოვცხადდები
თეთრი ფურცელი,
თითქოს
უცვლელი, ნაძვთა შემცველი
ან კი მათისა
საიდუმლოთა;
ვიყავ დაკარგულ
„მეგობართ“ შორის,
თავმა ტანჯვისგან
ვერ გადმარჩინა,
მაგრამ
ცხადია, აქ ვდგავარ დღეს,
თან ვეგებები
ახალსა წელს,
ახალსა
საწყისს შობისა სახით,
ახალსა
წყურვილს თავისა პოვნის,
თან მეშინია
მყუდრო სითბოსი,
თან კი
მაშინებს სუსხი უცხოსი,
თუმც კი
ვიცი, რომ სუსხი სჯობია,
საღისა
გონების იგი მხლებია...
ჰე, ჩემო
მთებო, მარგუნეთ ფიფქი,
მარგუნეთ
მკვრიცხლი თქვენი სიფიცხე,
დამიცავით
მე მტერთაგან ჩემთა,
რომელთაც
სურდათ ჩემი გატეხვა,
კვლავ აღადგინეთ
თქვენი კედლები,
უძლეველნი
ხართ, ვერ შეგედრებით.
ცივი ნიავი
მე გამაკარეთ,
მაგრამ
კარები კარგად ჩარაზეთ,
რომ ნიავისა
ნელისა სვლით
უკან არ
ვიგრძნო ამხანაგ ხმლით
ჩემი განმგმირავი
ან შემწირავი
ვით ცხვარი
ვიყო შესაწირავი,
დამიცავით
და თან გამაშიშვლეთ
ძველისა
გრძნობით ნუ ამაწითლებთ,
მე ხომ
ცივსა ვარ ისედაც ჩვეული,
არ შემმრგებია
მე თბილი სხეული,
მუდამ ვყოფილვარ
მე დარღვეული
ან კი დაშლილი
სხვებისა ძალით...
და გამოვიდა,
გათეთრდა მთა,
მას კი
მიყვება თან ლურჯი ცა,
ბავშვობა
მახლავს,
მივდევ
მას მლახვრავს,
გული ივსება
ისევ სილაღით,
ახალი გზისა
თან სიმამაცე
კარს მიხსნის
უმალ თავის სინათლით:
ბედშავია
ის ვისაც ერთხელ მაინც
არ გაუსინჯავს
გემო დაცემის,
არა უგრძვნია
ხმა ძვლის ჩატეხვის,
რადგან
ფუჭია ადგილზე დგომა,
ზიანის
გარეშე წინსვლისა ნდომა...
ეჰ, ნეტავ
ვიყო თეთრი თოლია,
მთებისა
ნისლში გადვიკარგებოდი,
არ დავიტირებდი
მკაცრსა სიცივეს,
ვიქნებოდი
მე დღემუდამ მგზავრი,
შორ ქვეყანაში
უცხოზე უცხო,
არ მექნებოდა
ფიქრი წარსულზე,
დავიღლებოდი
წინდაწინ ფრენით,
დავინახავდი
ლამაზსა ხედებს:
ხან კი
ანარეკლს ქვე ჩავხედავდი
მდინარეს
როს სურდეს თავგამოჩენა,
მივხვდებოდი,
რომ ეს ის ბედია,
ის, რომელითაც
გული ტკივილობს,
სული კი
საზრდოს არ იჩივილებს...
ეჰ, რა
ყოფილა ყოფიერება,
არც თბილ
საბანსა ის მოგაწოდებს,
რათა არ
შეთბე შენ ძილბურანში,
თუმც არც
ხელსა ის გამოგიწოდებს,
რათა გასწიროს
თავი ყველასთვის...
და ვდგავარ
ისევ, ხელებგაშლილი,
მთების
სუნნელმა მე განმაახლა,
თვისი საუნჯე
მან მე მაახლა,
არა ვიცი
რა, რა მელის წინ,
ხელი მსახვრავი
თუ გული
მზის,
ჩრდილი
გონების
თუ თაფლი
სკის,
დავიარები
ცივსა მიწაზე,
ფეხები
თრთიან ძველთ დანახვაზე,
მაგრამ
მე აღვდექი,
ვინმეს
სჯეროდა, რომ სხვაგვარ იქნებოდა?!..
Comments
Post a Comment