არ ვიცოდი გულში თუ მყავდი ისევ
არ ვიცოდი, გულში თუ მყავდი ისევ
და მერცხლებს თუ ისევ შეეძლოთ ფრენა,
მეგონა, თმებსა მიწნავდი წუხელ,
ბუნება უცებ გარინდდა როცა...
შენი ტკივილი, მიყუჩებული,
გულსა წვავს, იწვევს,
და ქარიშხალი დადუმებული,
შენს ცახცახს ისმენს...
აღარ ჩამესმის შენი დარიგება,
აღარც სწავლება ჭკუისა კიდევ,
არც ის მაწვნის გემო შემომრჩა პირად,
რომელსაც მაჭმევდი თითქოსდა ძალით.
თოვლიც მოვიდა, ერთხელ და ორჯერ:
შენი თმების სითეთრე კვალდაკვალ დამდევს, ხომ
ხედავ...
ჩვილი ვით ეძებს თავისა მსმენელს,
მე შენ გეძებდი, ჩემსა გამგებელს.
მაგრამ არ იყავ...
თოვლი გადნა და ყვავილს ვეშურე,
ვიცოდი, სუნნელი შენი იქ ტრიალებდა,
ვვლე ველები და ჰორიზონტს გდიე,
შენ კი კვირტსა ახალსა ეძალებოდი,
ვერ დაგეწიე,
მიგიშვი მარტო
ბაღისა შენის გასაშენებლად.
ალბათ შენც გიმძიმს გზისა გაკვალვა,
თუმცა კი ბედია, ვერ დაიძლევა,
შორიდან გიცქერ, სულ გაკვირდები,
გულსა ჩემსასა არ ვუშინდები...
(ვცდილობ...)
იყავი ვარდი, ეკალთა ხვეულ,
არ დაუცდიათ აყვავილება,
იყავი სხივი მზისა შვილისა,
რომელსა ერგო ხნული მიწისა...
მიდი, გასწიე, ლაღი ხარ, მარდი,
მე კი შორიდან დაგაკვირდები,
ერთსა გთხოვ მხოლოდ მე სათხოვარსა:
როცა კი სევდა მიწევს გულზედა,
ნუ, ნუ, გამიქრობ შენს სახსოვარსა,
იყავი ახლოს ფიქრითა მხოლოდ,
არ დაგივიწყო რომ ძილისა ბოლოს.
იყავი ტკბილ-მწარე ჩემი მოგონება,
რომელსაც ძალუძს ჩემი შთაგონება,
ან კი აკვანი საღი აზრისა
როს მე დამჭირდეს რჩევა კაცისა...
მივდივარ გზაზე,
მხცოვანი ვნახე,
მისი სინაზე
და სილამაზე
შენისა მთაზე
მხოლოდ მინახავს.
ხელია ცივი,
ნიავი გრილი,
ხეები ჩვილი,
გრძნობები „ვლილი“...
ვხედავ მე ცას,
შენს „ღრუბელ-მთას“,
ვუღიმი მას,
ვაგრძელებ გზას...
ან კი სხვა რა დამრჩენია...
შენი ბგერები, მრავალფერები, ჰაერსა ჩუმად ჩემს
ყურთან მოაქვს,
არ ვიცოდი, გულში თუ მყავდი ისევ...
თურმე ყოფილხარ.
არსად მიდიხარ.
ან კი სად წახვალ,
მე სულ მინდიხარ
და სულ მჭირდები,
რომც არა მქონდეს გასაჭირები.
და მაინც...
გიშვებ-არ გტოვებ,
გლოცავ, გაგროვებ ყოველსა სხივში.
არაა საკმარი, თუმცა ვიკმარებ...
ან კი სხვა რა დამრჩენია რა...
Comments
Post a Comment